საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 194². საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რასაც შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის/შეთანხმების მფლობელი; ბ) შეუთანხმებელი მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან ამ შენობა-ნაგებობით ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლე − თუ მშენებლობის განმახორციელებელი პირი ვერ დგინდება; დ) შეუთანხმებელი მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო საქმიანობის განხორციელების/ნაგებობის განთავსების, სამშენებლო საქმიანობის შეჩერებასთან/შეწყვეტასთან ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებასთან/ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1794 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/11 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №642 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 1 ივლ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
134¹134118⁶22¹4526132132¹130102564194²
მნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო გზების შე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…გარემოსდაცვითი პასუხის…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა