Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 64

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 64. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მარეგულირებელი დავებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ერთი და იმავე პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმრავლისას მისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობებს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოვლენილია ერთიანი შემოწმების ფარგლებში; ბ) რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხი განიხილება ერთიანი წარმოების ფარგლებში; გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც ჩადენილია იმავე პირის მიმართ უკვე გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის დადებამდე, რა დროსაც გაითვალისწინება როგორც დაკისრებული, ისე დასაკისრებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ოდენობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) 10 000 ლარს ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება; ბ) 20 000 ლარს იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება.

3.თუ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება მიიჩნეოდეს ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და იმ ფარგლებში, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დარღვევა ერთ ქმედებად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ერთმანეთთან მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე ქმედების ერთობლიობა, რომელიც თავისი არსით ერთიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

5.თუ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას იკვეთება მხოლოდ ერთი თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალი, ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ მას დაედება, ხოლო ერთდროულად რამდენიმე თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ბრალის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევ თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს დაედებათ სოლიდარულად.

6.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

7.გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვოს და მიიღოს იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის ან/და ინდივიდუალური მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ჰქონდეს წვდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 65

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა / წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი ჯარიმის გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2025
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 65ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
  • 62ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები
  • 60საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 36ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
  • 33ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები
  • 38ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 18ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისათვის

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 10ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა
  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (სახდელები)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3633384718102625265265626064
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…ენერგოეტიკეტირების შეს…გარემოსდაცვითი პასუხის…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026