Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტომობილო გზების შესახებმუხლი 22¹

საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 22¹. პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის/ნაგებობის განთავსებისთვის

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო გზაზე, გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 194 2 მუხლის შესაბამისად. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთანავე სამართალდამრღვევს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება − ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას − არაუმეტეს 1 თვისა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნულ დეპარტამენტთან შეუთანხმებლად განხორციელებული/მიმდინარე სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების შეჩერების/შეწყვეტის ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის დემონტაჟის მიზნით.

2.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე მიიღოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე; ბ) მითითების მიცემის გარეშე მიიღოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილება, თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება და სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა; გ) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება საჩივრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება მის მოქმედებას/აღსრულებას აჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იქნა ჩადენილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების მის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით, საკუთარი ხარჯით შესრულების შესახებ. თუ სამართალდამრღვევი არ ემორჩილება შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია დახმარებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მიმართოს. ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.

5.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობით/ნაგებობის განთავსებით მიყენებული ზიანის (მათ შორის, აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ღირებულების) ან/და ნაგებობის დემონტაჟის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, აღნიშნული ვალდებულების შესრულება დაეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს, ხოლო თუ ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა − მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების ჩაბარება ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268 3 მუხლის შესაბამისად.

7.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნორმატიული აქტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესები, ნაგებობის დემონტაჟის წესი, უფლებამოსილი პირები, უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები, მათი დამტკიცების, შევსების, წარმოებისა და ჩაბარების წესები, აგრეთვე სპეციალური აღჭურვილობის (მათ შორის, ვიდეოაუდიოჩაწერის), დასალუქი საშუალებების, სპეციალური უნიფორმისა და ლოგოს გამოყენების წესები.

8.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოსგან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნებართვასა და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026
  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-09-16 · №26

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-07-01
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტომობილო გზების შესახებ

  • 9საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 194²საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება
  • 220¹საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 122სამშენებლო სამართალდარღვევის ცნება და სამშენებლო სამართალდამრღვევი
  • 125დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 4პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁷პასუხისმგებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 25სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • 26პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 14პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
  • 13სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁷194²220¹91413252641221251322¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სივრცის და…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო გზების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026