საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ ამ ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით ან 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გამოიწვევს აღნიშნული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 36 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 198². საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №535 · ძალაშია 2 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 1984 – 2 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

