Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 34¹

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 34¹. ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის შეჩერება

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:მიმდინარე შესაბამისობატრანსპორტიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.

2.ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ნებართვის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე ნებართვის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ.

4.თუ ნებართვის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება.

5.ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ.

6.ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ნებართვის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ნებართვა − აღდგენილად.

7.ნებართვის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

8.თუ ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 6 თავით დადგენილი წესით განიხილავს.

9.თუ ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

10.ნებართვის გამცემმა ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.

11.ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 6 თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. მუხლი 34 2 . ნებართვის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის შეჩერების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ნებართვის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე ნებართვის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ. 4. თუ ნებართვის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება. 5. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ. 6. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ნებართვის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ნებართვა − აღდგენილად. 7. ნებართვის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 8. თუ ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 6 თავით დადგენილი წესით განიხილავს. 9. თუ ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. 10. ნებართვის გამცემმა ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს. 11. ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 6 თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. [მუხლი 34 2 . ნებართვის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის შეჩერების შესახებ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 34²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო ტრანსპორტის ნებართვებისერვისის გვერდი
  • სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგისერვისის გვერდი
  • საშიში ნივის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

იარაღის შესახებ 27²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 34პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
  • 22პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება
  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 30ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება
  • 32განსაკუთრებულ შემთხვევებში ნებართვის მოქმედების შეჩერების ან ნებართვის გაუქმების მარეგულირებელი წესი
  • 29ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14¹ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს ამ კანონის შესაბამისად ნებართვის ან რეკომენდაციის მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას.

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 10²პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 36¹ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის
  • 198²საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევა
  • 156³პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30322927²34223236¹198²156³10²14¹17634¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…საქართველოს საბაჟო კოდ…სამხედრო და ორმაგი დან…თამბაქოს კონტროლის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026