ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 37¹

რედაქცია №49 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს: ა) სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 20 000 ლარს; ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს; გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ –  2 000 ლარს; დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს; ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს; ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს; ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს; თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს; ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს; კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს; ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს; მ) ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში − 1 000 ლარს; ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს; ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს; პ)  აზარტული  ან/და  მომგებიანი  თამაშების  მიწოდების  ნებართვის მფლობელის მიმართ − 10 000 ლარს; ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს; რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიმართ − 20 000 ლარს; ს) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს; ტ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 20 000 ლარს; უ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს; ფ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ − 50 000 ლარს; ქ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ აღნიშნული ნებართვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 50 000 ლარს. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5246 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1578 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1904/1 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №49 · ძალაშია 30 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 37¹ მუხლს დაემატა ორი სანქცია საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის, თითოეული 50 000 ლარის ოდენობით.

  2. 37¹ მუხლს დაემატა „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებს უდგენს 20 000-ლარიან თანხას, მათ შორის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის.

  3. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2026
  4. · გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  5. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  6. · გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    37¹ მუხლს დაემატა ორი ახალი სანქციის ქვეპუნქტი (ნ და ო) აზარტული კლუბის ნებართვის მფლობელებისთვის: 2 000 ლარი და მოსაკრებლის ვადის დარღვევისას 10 000 ლარი.

  7. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    37¹ მუხლის ჯარიმების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: ყოველი ნებართვის სახეობისთვის სანებართვო მოსაკრებლის ვადის დარღვევაზე გათვალისწინებულია ცალკე ჯარიმა (სამორინე 20 000, ტოტალიზატორი და სალონი 10 000, ლოტო და ბინგო 2 000 ლარი), ხოლო ძირითადი ჯარიმები ახალ ქვეპუნქტებშია გადანაწილებული.

  8. · გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011

    37¹ მუხლს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი (1000 ლარი სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელებზე) და „გ¹“ ქვეპუნქტი (10 000 ლარი სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ნებართვის მფლობელებზე მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის).

  9. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    37¹ მუხლს დაემატა „გ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც სალონის ნებართვის მფლობელს მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის 10 000 ლარით ავალდებულებს.

  10. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    37¹ მუხლს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც „ლ“ ქვეპუნქტის (საინკასაციო გადაზიდვა) დარღვევისთვის 1000 ლარის ჯარიმას ადგენს.

  11. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

    ახალი 37¹ მუხლი განსაზღვრავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას ნებართვის თითოეული სახეობისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
95342434¹176⁴198²2934191110²93 (დ…4517637¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ლატარიების, აზარტული დ…საქართველოს საბაჟო კოდ…სალიცენზიო და სანებართ…თამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №49 · ბოლოს შემოწმდა