თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი მივა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სახდელის სახით უნდა შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 208¹
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №214 · ძალაშია 17 აგვ. 2009-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 1984 – 17 აგვ. 2009 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009
ახალი 208¹ მუხლი პატიმრობის შეფარდების საკითხს სასამართლოს განსჯადობაში აქცევს: გამომცემი პირს დაუყოვნებლივ სასამართლოს წარუდგენს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

