Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომის ინსპექციის შესახებმუხლი 20

შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 20. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სასამართლო დავაშრომითი და დასაქმების დანაშაულებიადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებიშესაბამისობის ტრენინგიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.შრომითი ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება: ა) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით; ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2.შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სპეციალური კანონით. საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან სხვა სპეციალური კანონით, რეგულირდება ამ თავით.

3.შრომითი ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.

4.შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განსაზღვროს, როდის რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს.

5.შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.

6.აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას შრომის ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებასთან (არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელთან (არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციის საფუძველზე, რაც აღინიშნება შესაბამის ოქმში. ამ ოქმს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის სამსახური და დამსაქმებელი. შესაბამისი ოქმის ხელმოწერაზე დამსაქმებლის უარს და უარის თქმის მიზეზს შრომის ინსპექციის სამსახური აღნიშნულ ოქმში უთითებს. დამსაქმებლის უარი ამ ოქმის ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

7.შრომის ინსპექციის სამსახური აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება ამ მითითების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა.

8.აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისა და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ.

9.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შრომის ინსპექციის სამსახური გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასში მითითებულ მხარეს პირადად ვერ ჩაჰბარდება, გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.

10.შრომის ინსპექციის სამსახური დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდება იძულებითი აღსრულება.

11.ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისგან.

12.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, გარდა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სამუშაო პროცესის შეჩერების სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ბავშვთა შრომის ან/და იძულებითი შრომის ამკრძალავი დებულებების დარღვევისთვის.

13.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შრომითი ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება: ა) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით; ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სპეციალური კანონით. საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან სხვა სპეციალური კანონით, რეგულირდება ამ თავით. 3. შრომითი ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება. 4. შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განსაზღვროს, როდის რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს. 5. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ. 6. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას შრომის ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებასთან (არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელთან (არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციის საფუძველზე, რაც აღინიშნება შესაბამის ოქმში. ამ ოქმს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის სამსახური და დამსაქმებელი. შესაბამისი ოქმის ხელმოწერაზე დამსაქმებლის უარს და უარის თქმის მიზეზს შრომის ინსპექციის სამსახური აღნიშნულ ოქმში უთითებს. დამსაქმებლის უარი ამ ოქმის ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს. 7. შრომის ინსპექციის სამსახური აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება ამ მითითების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა. 8. აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისა და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შრომის ინსპექციის სამსახური გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მასში მითითებულ მხარეს პირადად ვერ ჩაჰბარდება, გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი. 10. შრომის ინსპექციის სამსახური დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდება იძულებითი აღსრულება. 11. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისგან. 12. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, გარდა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სამუშაო პროცესის შეჩერების სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ბავშვთა შრომის ან/და იძულებითი შრომის ამკრძალავი დებულებების დარღვევისთვის. 13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2023

    პირველ პუნქტში „გ“ ქვეპუნქტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წყაროდ დაემატა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი; მე-4 პუნქტში სახდელისა და ჯარიმის ოდენობის დისკრეცია ამ კანონის ფარგლებზეც გავრცელდა და დაემატა თანაზომიერების მოთხოვნა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და რეგულაციები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა საზოგადოებრივ ადგილას (მუხლი 171)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა / წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამშენებლო კოდექსის დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივნ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

შრომის უსაფრთხოები… 18შრომის უსაფრთხოები… 18მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 76შრომის ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების უფლებამოსილება
  • 75სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 14პასუხისმგებლობის საფუძვლები

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 17პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები
  • 18ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისათვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 16ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება
  • 41იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი
  • 1ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 64ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 37მოსამსახურის პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1641176754714371818171814136420
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომის უსაფრთხოების შე…შრომის უსაფრთხოების შე…შრომის ინსპექციის შესა…საქართველოს შრომის კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026