საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 7¹ (დანართი 1)

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №10-ით და დანართი №11-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.

2.ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით.

3.ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; დამკავებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დაკავებული პირის სქესი; მონაცემები დაკავებული პირის შესახებ; დაკავების დრო; დაკავების საფუძველი; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში; თუ დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ან ნივთების გასინჯვა (ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე); დაკავების, პირადი ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ და ჩამორთმეულ იქნა (ნივთების ჩამონათვალი სახეობის, რაოდენობის, მდგომარეობის ან სხვა მახასიათებლების მითითებით); იმ ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელშიც წარდგენილ იქნა დაკავებული პირი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება სათანადო მითითება.

4.ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლების აქტში აღინიშნება გათავისუფლების თარიღი და შედგენის ადგილი; გათავისუფლების აქტის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დაკავებული პირის შესახებ; გათავისუფლების დრო და საფუძველი; გათავისუფლებულის ფიზიკური მდგომარეობა გათავისუფლების მომენტში (ხომ არ აღენიშნება რაიმე ფიზიკური დაზიანება). აქტს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ აქტში კეთდება სათანადო მითითება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 15 ივლისის ბრძანება №2-424 - ვებგვერდი, 16.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 16 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 იან. 2023 – 16 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 27 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
97132452442401751741215 (და…7 (და…6 (და…43²7¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს გარემოს და…დანაშაულის პრევენციის,…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა