საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა. [ 1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე სხვა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] 2. პირის პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. პირადი გასინჯვა შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრის თანდასწრებით.

3.ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა. [ 3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე სხვა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] 4. ნივთების, სანადირო და თევზჭერის იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი; გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.

5.პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6.საბაჟო ორგანოში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით . საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1768 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №620 – სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ.226 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4958 – ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1621 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/6 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №642 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 თებ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 20

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  3. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  4. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    248-ე მუხლში გასინჯვის სუბიექტთა ჩამონათვალში გამოკვეთილია საბაჟო ორგანოები, დაემატა ნივთების გასინჯვის მე-3 ნაწილი და მე-6 ნაწილი საბაჟო ორგანოში გასინჯვის წესზე.

  5. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    248-ე მუხლის 1 ნაწილში (პირადი გასინჯვა) და მე-3 ნაწილში (ნივთების გასინჯვა) გასინჯვის უფლებამოსილ სუბიექტებს დაემატა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამდებობის პირები და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები.

  6. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    248-ე მუხლის 1-ლ და მე-3 ნაწილებში პირადი და ნივთების გასინჯვის უფლებამოსილ სუბიექტებს დაემატა შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლები.

  7. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    248-ე მუხლის ნივთების გასინჯვის სუბიექტთა ჩამონათვალში ორი სამინისტრო შეიცვალა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაემატა „საქართველოს“.

  8. 248-ე მუხლის მე-3 ნაწილში ნივთების გასინჯვის უფლება აქვთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.

  9. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  10. · გამოქვეყნდა 4 მაი. 2010

    248-ე მუხლის მე-2 ნაწილში იმავე სქესის ორი პირის თანდასწრების ნაცვლად გასასინჯ პირს აქვს უფლება მოიწვიოს არა უმეტეს ორი დამსწრე, ხოლო ეს უფლება იზღუდება მხოლოდ მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხისას.

  11. 248-ე მუხლის პირველ ნაწილში პირადი გასინჯვის ჩამტარებელ ორგანოთა ჩამონათვალიდან ამოღებულია სასაზღვრო პოლიცია, ხოლო საბაჟო და საგადასახადო ორგანოები „ორგანოებისა და“ ფორმულით არის დასახელებული.

  12. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    248-ე მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებში გასინჯვის უფლებამოსილ ორგანოებში „ფინანსური პოლიცია“ შეიცვალა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურით, „სასაზღვრო ჯარები“ — სასაზღვრო პოლიციით, ხოლო ზოგიერთი სიტყვა გრამატიკულად დაზუსტდა.

  13. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    248-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნივთების გასინჯვის უფლებამოსილ ორგანოთა ჩამონათვალში ტყის დაცვის, თევზდაცვისა და ნადირობის ზედამხედველობის ორგანოები შეიცვალა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროთი; დანარჩენი ცვლილებები გრამატიკულია.

  14. 248-ე მუხლი დაიყო დანომრილ ნაწილებად; პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის უფლებამოსილ ორგანოდ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ნაცვლად დასახელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ხოლო ოქმისა და ჩანაწერის წესი ახლა „ან/და“ კავშირითაა ჩამოყალიბებული.

  15. · გამოქვეყნდა 20 მარ. 2001

    248-ე მუხლში გასინჯვის უფლებამოსილ ორგანოებად დასახელდა საგანგებო ლეგიონი, საბაჟო ორგანოები და საგადასახადო ორგანოები, როგორც პირადი, ისე ნივთების გასინჯვისას.

  16. 248-ე მუხლში ამოღებულია სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტების მითითება გასინჯვის უფლებამოსილ ორგანოებზე, საბაჟო გასინჯვა საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსს დაექვემდებარა; დაემატა დეკრეტის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9129249251153²12119575318144248
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…ოპერატიულ-სამძებრო საქ…ჯანმრთელობის დაცვის შე…პოლიციის შესახებიარაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა