Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 246

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სასამართლო დავასაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიკონტენტის დაცვასამთავრობო ქმედებებიწინასასამართლო და პროცედურული დაცვასქესობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე, 45 1 და 173 16 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის, ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ბ) დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის ან სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ზ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილ თანამშრომლებს – ამ კოდექსის 45-ე და 45 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს − აღნიშნული სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ იმავე სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45, 45 1 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის ბრძანებულება №1647 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988 წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1768 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №620 – სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ.226 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2512 – სსმ I, №3, 13.01.2010წ., მუხ.9 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4958 – ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5451 – ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №766 – ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №946 – ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3773 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №717 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1621 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №621 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2019 – 1 აპრ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 33

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026
  2. 2 სექ. 2025· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2025
  3. 8 ივლ. 2025
  4. 2 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  5. 1 აპრ. 2019· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2018

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში (შინაგან საქმეთა ორგანოები) და „ზ“ ქვეპუნქტში (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი) 45-ე მუხლს დაემატა 45¹ მუხლი, ხოლო სიტყვები მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

  6. 28 დეკ. 2018· გამოქვეყნდა 14 დეკ. 2018
  7. 11 ივლ. 2018
  8. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 20 ივნ. 2017

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილების ჩამონათვალს დაემატა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი.

  9. 14 დეკ. 2017

    „ე“ ქვეპუნქტში შეიცვალა სამინისტროს დასახელება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.

  10. 28 ივლ. 2017

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა ორგანოების განსახილველი ნარკოტიკული დარღვევის აღწერა შეიცვალა 45-ე მუხლზე მითითებით.

  11. 1 ივნ. 2017· გამოქვეყნდა 25 მაი. 2017

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილ ჩამონათვალში, „ოჯახში ძალადობის ჩადენის“ წინ დაემატა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და“; დანარჩენი ჩამონათვალი უცვლელია.

  12. 12 ივლ. 2016

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომელშიც შინაგან საქმეთა ორგანოების განსახილველ საქმეთა ჩამონათვალში მოხსენიებულია არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებელი.

  13. 1 ივლ. 2015· გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    246-ე მუხლს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც 45-ე მუხლის სამართალდარღვევებზე უფლებამოსილ პირებს აკუთვნებს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

  14. 18 აგვ. 2014

    246-ე მუხლში დამკავებელ ორგანოთა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა და მიება 244-ე მუხლის პირველ ნაწილს, ზოგი ფორმულირება შეიცვალა, ზოგი პუნქტი ამოღებულია.

  15. 5 იან. 2014· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    246-ე მუხლს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ადმინისტრაციული დაკავების უფლება ეძლევა შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს 45-ე მუხლით გათვალისწინებულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილ სამართალდარღვევაზე.

  16. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    246-ე მუხლის ვ) ქვეპუნქტში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნაცვლად ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს მათი ქვემდებარეობის სამართალდარღვევებზე.

  17. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011
  18. 1 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 13 მაი. 2011

    246-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში დაკავების უფლებამოსილი სუბიექტი გარემოს დაცვის ინსპექციის ნაცვლად ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლებია, სააგენტოს ქვემდებარე სამართალდარღვევებზე.

  19. 17 მარ. 2011

    246-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში შეიცვალა სამინისტროს სახელწოდება, რომლის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამდებობის პირებსაც აქვთ დაკავების უფლება.

  20. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
  21. 18 მაი. 2010· გამოქვეყნდა 4 მაი. 2010

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ამოღებულია სახალხო რაზმელისადმი დაუმორჩილებლობა და დაკავების საფუძვლებს დაემატა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.

  22. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 13 იან. 2010

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა ორგანოების დაკავების საფუძვლებს დაემატა ოჯახში ძალადობა და ორდერების შეუსრულებლობა, ამოღებულია 58², 86-ე (მე-5, მე-6 ნაწილები), 114¹, 190-ე და 190² მუხლებზე მითითება და შესწორდა ორი სიტყვა.

  23. 5 დეკ. 2008

    246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა ორგანოების დაკავების უფლებამოსილება ახლა მოიცავს პროსტიტუციასა და ადრე სასაზღვრო ძალებისთვის მიკუთვნებულ 58², 86-ე (მე-5, მე-6 ნაწილები), 114¹, 190-ე და 190² მუხლების სამართალდარღვევებს; „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

  24. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    246-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში დაკავების უფლებამოსილი სუბიექტი „ფინანსური პოლიციის“ ნაცვლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურია, ხოლო ფრაზა „სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში“ ახლებურად ჩამოყალიბდა.

  25. 29 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    246-ე მუხლს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ადმინისტრაციული დაკავების უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს შეემატა გარემოს დაცვის ინსპექციის თანამდებობის პირები გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისას.

  26. 4 მარ. 2004

    246-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში დაკავების უფლებამოსილი ორგანო ახლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციაა საგანგებო ლეგიონის ნაცვლად.

  27. 7 აგვ. 2002· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    246-ე მუხლის პუნქტები გადანომრილია ასოებით („ა“–„ე“), ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით დაკავების უფლება აქვს სასაზღვრო ძალებს ახლადჩამოთვლილ მუხლებზე.

  28. 3 აპრ. 2001· გამოქვეყნდა 20 მარ. 2001

    246-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი დაკავების უფლებამოსილი ორგანოების წრის გასაფართოებლად.

  29. 31 აგვ. 1992

    246-ე მუხლში შემცირდა შინაგან საქმეთა ორგანოების დაკავების საფუძვლები (ვალუტის, სპეკულაციის, პროსტიტუციისა და სპირტიანი სასმელების სმის ჩამონათვალი ამოღებულია), სსრ კავშირის მითითებები შეიცვალა საქართველოს რესპუბლიკით და დაემატა 1992 წლის დეკრეტის მითითება.

  30. 31 აგვ. 1988

    246-ე მუხლის პირველ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა ორგანოების დაკავების უფლებამოსილება გაფართოვდა კრებებისა და მიტინგების წესის დარღვევასა და სამხედრო მოსამსახურის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობაზე; დაემატა ბრძანებულების მითითებაც.

  31. 31 მარ. 1988

    246-ე მუხლის 1-ელ პუნქტში შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ დაკავების საფუძვლების ჩამონათვალს დაემატა კრებების, მიტინგების, მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა; დაემატა ბრძანებულების მითითებაც.

  32. 30 ივნ. 1987

    246-ე მუხლის პირველ პუნქტში შინაგან საქმეთა ორგანოების დაკავების საფუძვლებს დაემატა პროსტიტუცია.

  33. 31 ოქტ. 1985
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 245შემდეგი მუხლი 247

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სექსუალური შევიწროება (ადმ. მუხლი 166¹)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო დაკავება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და რეგულაციები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამოხელეო დანაშაული და კორუფცია (მუხლი 332-342) - დაცვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 33 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 58 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 166მუხლი 173მუხლი 173¹⁶მუხლი 244მუხლი 45¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 245ადმინისტრაციული დაკავება
  • 200ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)
  • 243დამრღვევის მიყვანა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 172პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება
  • 175დაკავების ოქმი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 14პასუხისმგებლობის საფუძვლები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 35საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  • 8უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები)

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 9დაკავება

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 12ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8166173173¹⁶24445¹23924520024335172175147¹ (დ…246
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სისხლის სა…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს სახელმწიფო…ოკუპირებული ტერიტორიებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026