საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 268³. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დადგენილების/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა სათანადო დოკუმენტის ასლის მისთვის ადგილზე გადაცემისთანავე. აღნიშნული დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი უარს აცხადებს დოკუმენტის ასლის მიღებაზე (ხდება ასლის მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). იმავე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, სამართალდამრღვევს პირადად გადაეცემა ან საფოსტო გზავნილით ეგზავნება. სამართალდამრღვევისთვის დოკუმენტის პირადად გადაცემისას იგი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მისი ასლის მიღებაზე (ხდება ასლის მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). სამართალდამრღვევის მიერ საფოსტო გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დოკუმენტი საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

2.ამ კოდექსის 194 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული დადგენილების სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამართალდამრღვევი სამშენებლო ობიექტზე არ იმყოფება ან შესაბამისი დოკუმენტის გაცნობაზე უარს აცხადებს, მის გაცნობად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. დოკუმენტი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

3.ამ კოდექსის 194 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტის სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, პირადად ან ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის ჩაბარებით. დოკუმენტების სამართალდამრღვევისთვის პირადად გადაცემისას ისინი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მათი ასლების მიღებაზე (ხდება ასლების მიღებაზე უარის შესაბამისი აღნიშვნა). სამართალდამრღვევის მიერ საფოსტო გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარებად მიიჩნევა მათი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. დოკუმენტები სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

4.ამ მუხლის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1794 – ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/11 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №642 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 1 ივლ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13268¹290⁹27213¹²7 (და…5 (და…43²26963029268³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს გარემოს და…მეზღვაურთა შრომის შესა…პროდუქტის უსაფრთხოების…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა