საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სავალდებულო სამუშაოთა განუხორციელებლობა, სავალდებულო სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა ან ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.

2.ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3.მიწის სავალდებულო რეკულტივაციის განუხორციელებლობა, მიწის რეკულტივაციის სამუშაოთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის/პროექტის გარეშე ჩატარება ან ასეთი გეგმისგან/პროექტისგან გადახვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

4.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №538 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    51-ე მუხლის დისპოზიცია ახლებურად ჩამოყალიბდა, ხოლო ჯარიმა ხუთასიდან ათას ლარამდე შეიცვალა ფიქსირებული 750 ლარით.

  2. 51-ე მუხლში ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის ვალდებული სუბიექტი და ვალდებულებების მქონე პირი ახლა „მაუწყებელია“ და არა ლიცენზიის მფლობელთა ჩამონათვალი; დაემატა „წარმოების“.

  3. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006
  4. 51-ე მუხლის დისპოზიცია ახლებურად განისაზღვრა (ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვა, სამელიორაციო სამუშაოები, რეკულტივაცია), არამიზნობრივი გამოყენება ამოღებულია, თანამდებობის პირთა მითითება ამოღებულია და ჯარიმა ხუთასიდან ათას ლარამდეა.

  5. 51-ე მუხლში მიწების უყაირათო გამოყენებისთვის თანამდებობის პირთა ჯარიმა მანეთებიდან გადავიდა შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობაზე.

  6. 51-ე მუხლში თანამდებობის პირთა ჯარიმა ას მანეთიდან ათას მანეთამდე გაიზარდა; დაემატა დეკრეტის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
729723951²54¹564136201923282951
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…გარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სივრცის და…სამრეწველო ემისიების შ…ნიადაგის დაცვის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა