სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 28. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. შენიშვნა:

1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2.ამ შენიშვნის პირველი პუნქტით დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად განმეორებით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306³23279⁸79²79³32314546192927261128
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სისხლის სა…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა