ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალება: ა) ნაყოფიერი ნიადაგის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; ბ) არასასოფლო-სამეურნეო ხასიათის ნებისმიერი საქმიანობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოუხსნელად, მის დაუკონსერვებლად და დანიშნულებისამებრ გამოუყენებლად; გ) ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავება, რომელიც არ ითვალისწინებს დარღვეული ნიადაგის რეკულტივაციას; დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით; ე) ფერდობების დატერასება ნიადაგის შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე; ვ) საძოვრების გამწირება უწესრიგო ძოვებით; ზ) ტყით სარგებლობის დროს ნიადაგის საფარის დაზიანება; თ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების გაკაფვა-გადაკეთება, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება; ი) ყოველგვარი ქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგის თვისებებს; კ) სასუქების, ქიმიური მელიორანტების და სხვა საშუალებების გამოყენება, რომელიც არ არის გამოცდილი საქართველოს პირობებში, არა აქვს გავლილი შესაბამისი ნიადაგურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და არ არის შემოწმებული, რეგისტრირებული და ნებადართული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; ლ) ნიადაგების ყოველგვარი გაჭუჭყიანება და დანაგვიანება ; მ) მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვება, რაც იწვევს ეროზიულ პროცესებს; ნ) მაღალმთიან რეგიონებში დეკასა და გადაშენების პირას მისული სხვა სუბალპური და ალპური მცენარეულობის საწვავად და სხვა მიზნით მოსახმარებლად მოპოვება. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138 საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №973 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
მუხლი 4. ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
რედაქციების შედარება
ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალება: ა) ნაყოფიერი ნიადაგის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; ბ) არასასოფლო-სამეურნეო ხასიათის ნებისმიერი საქმიანობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოუხსნელად, მის დაუკონსერვებლად და დანიშნულებისამებრ გამოუყენებლად; გ) ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავება, რომელიც არ ითვალისწინებს დარღვეული ნიადაგის რეკულტივაციას; დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით; ე) ფერდობების დატერასება ნიადაგის შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე; ვ) საძოვრების გამწირება უწესრიგო ძოვებით; ზ) ტყით სარგებლობის დროს ნიადაგის საფარის დაზიანება; თ) მინდორსაცავი ტყის ზოლების გაკაფვა-გადაკეთება, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება; ი) ყოველგვარი ქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგის თვისებებს; კ) სასუქების, ქიმიური მელიორანტების და სხვა საშუალებების გამოყენება, რომელიც არ არის გამოცდილი საქართველოს პირობებში, არა აქვს გავლილი შესაბამისი ნიადაგურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და არ არის შემოწმებული, რეგისტრირებული და ნებადართული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; ლ) ნიადაგების ყოველგვარი გაჭუჭყიანება და დანაგვიანება ; მ) მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვება, რაც იწვევს ეროზიულ პროცესებს; ნ) მაღალმთიან რეგიონებში დეკასა და გადაშენების პირას მისული სხვა სუბალპური და ალპური მცენარეულობის საწვავად და სხვა მიზნით მოსახმარებლად მოპოვება. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751№ -1751 სსმ-სსმ I, №31,№ 10.12.200231 წ., მუხ.13810 . 12 . 2002 წ; მუხ. 138
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250
ნესტან ანანიძე
სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
