საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 88. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების, მისი მოვლა-პატრონობის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10000 ლარით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მიმართ, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12000 ლარით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის მიმართ, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 9000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 15000 ლარით.

4.მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

5.ამ მუხლით განსაზღვრული დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გასამმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 6 თვეში. შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული განთავსების წესის დარღვევით განთავსებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) დემონტაჟი ხორციელდება სამართალდამრღვევის ხარჯებით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონი №4356 – სსმ I, №6, 26.02.2007წ., მუხ.68 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4713 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.143

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    88-ე მუხლი დაიყო ხუთ ნაწილად: დაემატა ლარში განსაზღვრული ჯარიმები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოთა წესების დარღვევისთვის (ეროვნული და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის გაზრდილი ოდენობით) და ჯარიმის გასამმაგება ყოველ 6 თვეში, ხოლო ძველი სანქცია დარჩა მე-4 ნაწილში.

  2. · გამოქვეყნდა 26 თებ. 2007

    88-ე მუხლის დისპოზიაში დაემატა ქანდაკების განთავსებისა და ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა; მუხლს დაემატა შენიშვნა წესის დარღვევით განთავსებული ქანდაკების დემონტაჟის სამართალდამრღვევის ხარჯზე განხორციელების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 1998
  4. 88 მუხლში ძეგლთა დაცვის წესების დარღვევისთვის ჯარიმის ზღვრები გახდა შრომის ანაზღაურების ხუთი (მოქალაქეები) და ათი (თანამდებობის პირები) მინიმალური ოდენობა; დაემატა კანონის მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
259²259³259¹54239152³15089¹52¹43137¹13213588
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა