საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 100. განთავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილიმზია კიკვაძე

1.მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში.

3.იმ მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (განთავისუფლების შესახებ) მითითებული დღიდან.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-506-742-082008-10-2018
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე დავა?

    მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შეცვლასა და სამუშაოზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მას ეკავა საჯარო მოხელის თანამდებობა და დავა შეეხებოდა მისი გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას. ამიტომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №3122001-02-0910
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    იწვევს თუ არა ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვადის დარღვევა მოხელის სამუშაოზე აღდგენას გადაწყვეტილების დროის კანო

    გ. პ-შვილი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. დავა შეეხებოდა ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების წინასწარი წერილობითი შეტყობინების წესის დარღვევის შედეგს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გაფრთხილების ვადის დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებდა შესაბამის კომპენსაციასა და ხელფასს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არა სამუშაოზე აღდგენას. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში. 3. იმ მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (განთავისუფლების შესახებ) მითითებული დღიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ნოე. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4011²⁴1914111108109524862¹4385100
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შინაგან სა…დანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ფინანსთა ს…თავდაცვის კოდექსი