Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიპლომატიური სამსახურის შესახებმუხლი 40

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:ინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში – პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე; ბ 1 ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე; გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება; დ) სხვა სამსახურში გადასვლა; დ 1 ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა; ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე; ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ: ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება; ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი  შეფასების მიღება; ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა; თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება; ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; მ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) ; ნ) გარდაცვალება; ო) მოქალაქეობის შეცვლა; პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ს ) „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძვლები , რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული .

3.(ამოღებულია - 26.12.2018, №4141) .

4.(ამოღებულია - 26.12.2018, №4141) .

5.(ამოღებულია - 26.12.2018, №4141) . საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3364 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. თავი V 1 . აკადემია საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1624 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022

    40-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახლა განსაზღვრავს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით.

  2. 24 ივლ. 2020
  3. 7 ოქტ. 2019
  4. 10 იან. 2019

    40-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ეგზეკვატურის 3 თვეში მიუღებლობისას საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითვალისწინებდა, და მე-5 პუნქტი ახალი კანდიდატურის წარდგენის შესახებ ამოღებულია.

  5. 13 ივლ. 2016
  6. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  7. 19 მარ. 2014

    40-ე მუხლს დაემატა მე-3–მე-5 პუნქტები, რომლებიც აგრემანის ან ეგზეკვატურის 3 თვის ვადაში მიუღებლობისას ხელმძღვანელის გათავისუფლებას და ახალი კანდიდატურის წარდგენას აწესრიგებს.

  8. 5 ნოე. 2013· გამოქვეყნდა 22 ოქტ. 2013
  9. 22 მარ. 2011

    40-ე მუხლის მე-2 პუნქტში „ბ“ ქვეპუნქტით გათავისუფლება ვაკანტურ თანამდებობაზე არდანიშვნას დაუკავშირდა, დაემატა „ბ¹“ ქვეპუნქტი მივლინების ვადის გასვლაზე, ხოლო „რ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალიდან 24-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

  10. 13 აგვ. 2009

    40-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „დ 1“ ქვეპუნქტი და „რ“ ქვეპუნქტის მითითება 24-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებზეც გავრცელდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 40¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება (შრომის კოდექსი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №31

  • 10 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 24დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები
  • 23დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები
  • 26დიპლომატიური სამსახურის რეზერვი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 19სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²⁴სამსახურიდან გათავისუფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 107მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები
  • 108მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები
  • 111მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 32მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24232611²⁴193210710811152323040
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ფინანსთა ს…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026