1.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.
2.მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; დ 1 ) ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამო; ვ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ზ) მოქალაქეობის შეცვლის ან დაკარგვის გამო; თ) სხვა დაწესებულებაში/სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით; ი) სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; მ) გარდაცვალების გამო; ნ) გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გამო, თუ მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა უშუალო ხელმძღვანელის მიერ გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველზე; ო) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო; პ) მხარეთა შეთანხმებით, თუ მოსამსახურესთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
4.სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხორციელდება თავდაცვის კოდექსით დადგენილი წესით.
5.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი პირი.
6.კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 11.07.2014 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 24.01.2025წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

