საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 17. პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო სამსახურში

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; (ძალადაკარგულია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ. გ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3366 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/1/57231.07.2015გადაწყვეტილება(„ბ“ ქვეპუნქტი)
    ტექსტი ძალადაკარგულია

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    ძალის დაკარგვის თარიღი: 31.07.2015§60§64
  • №2/2/57222.05.2014საოქმო ჩანაწერი(ბ)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • 58930.04.2014კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №57222.01.2014კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა 1997 წლის საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოყენება 1995 წელს სამსახურში მიღების კანონიერების შესაფასებლად?

    რ. ჭ-ა სადავოდ ხდიდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებას და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნათესავებზე უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობა და მოვალეობების უხეში დარღვევა არ იყო დადასტურებული, ხოლო დაწინაურების პროცედურის დარღვევა თავისთავად არ წარმოადგენდა მოხელის გათავისუფლების საფუძველს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უნებართვოდ გაცდენილი ოთხი სამუშაო დღე ვერ აკმაყოფილებდა სამსახურის ხუთ დღეზე მეტი ხნით მიტოვების საფუძველს. სსსკ 411-ის გამოყენებით სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი, გააუქმა გათავისუფლების ბრძანება და რ. ჭ-ა თანამდებობაზე აღადგინა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; (ძალადაკარგულია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ. გ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3366 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №104 · ძალაშია 12 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁵251838301082747678131117
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შინაგან სა…პოლიციის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…