Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 11

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 11. პირის სამსახურში მიღება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პოლიტიკის შემუშავებათავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სამსახურში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე).

2.მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.პირი სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.პირი სამსახურში მიიღება კონკურსით, გარდა ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-5−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე.

5.სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დ) შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება (ეს მოთხოვნა ვრცელდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის დანაყოფის მოსამსახურეებზე).

6.სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით ან/და შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

7.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით, ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-13 მუხლის, მე-18 მუხლის, მე-19 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 22-ე–25-ე მუხლების, 27-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებისა და მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა) და 29-ე მუხლის მოქმედება.

9.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები, ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომის შინაგანაწესის შემუშავება (მუხლი 13)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
9
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12მუხლი 13მუხლი 18მუხლი 19მუხლი 20მუხლი 21მუხლი 25მუხლი 27მუხლი 29

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 12პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29სამსახურში მიღების წესი
  • 30სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

თავდაცვის კოდექსი

  • 77პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 27მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
  • 83პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღების წესი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 16სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები
  • 15სამსახურის თანამშრომელი

პოლიციის შესახებ

  • 37სამსახურში მიღების წესი

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 2ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფუნქციები

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 31სამხედრო სამსახური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³162927837712131819202125272911
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026