საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 34. კონკურსის შედეგები

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2.საკონკურსო - საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე , მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი , გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას , ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ . საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-400-032003-04-0310
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო მოცემული დავა საგადასახადო ორგანოს მოხელის საჯაროსამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შესახებ?

    დავა შეეხებოდა საგადასახადო ორგანოს მოხელის კონკურსში გამარჯვებულად ცნობასა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯაროსამართლებრივი შრომითი ურთიერთობის დადებისა და შეწყვეტის შესახებ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვა სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობად შეფასდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №3კ-539-022002-06-1313
    საკასაციო არსებითი (T2)

    ავალდებულებდა თუ არა მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ორივე ტურის გავლა ადმინისტრაციას კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნას?

    ა. ბ-ძე ითხოვდა შემოსავლების სამინისტროსთვის მისი სამსახურით დაკმაყოფილების დავალებას მას შემდეგ, რაც მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ორივე ტური გავლილად ჩაეთვალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის უფლება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ პირს ეკუთვნის და სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციის დანიშვნის ვალდებულება კანონით არ იყო დადგენილი. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დატოვა. მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდა.

  • №3კ-582-022002-06-0718
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ განისაზღვრება სათანადო მოპასუხე, როდესაც საჯარო მოსამსახურე დათხოვნასთან ერთად საკონკურსო კომისიის ქმედებასაც ასაჩივრებს?

    მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნების შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამინისტრო სათანადო მოპასუხე იყო და სააპელაციო სასამართლოს საწინააღმდეგო დასკვნა დასაბუთებული არ იყო. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე , მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი , გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას , ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ . საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №99

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 3 დეკ. 2013 – 8 იან. 2014 ტექსტი უცნობია

  3. 1 ივლ. 2013 – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

  4. 25 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2013 ტექსტი უცნობია

  5. 2 იან. 2011 – 25 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  2. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში კანდიდატებისთვის შეტყობინების ვადა 2 დღიდან 5 დღემდე შეიცვალა, ხოლო დანიშვნის უფლების მქონე პირისთვის შეტყობინების ფორმულირება დაზუსტდა: კანდიდატის წამოყენების ან წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸11⁴915⁹15¹⁰15⁸42414322¹ (…22 (დ…14 (დ…34
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურში კონკ…სახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…მაუწყებლობის შესახებ