დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 11⁴. პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ კონკურსის/დაწინაურების წესით დასაკავებელი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.

3.პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონის 11 7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 1 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811⁷11⁶11¹⁶334334355315181211⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…პენიტენციური კოდექსიდიპლომატიური სამსახური…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა