საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 14 (დანართი 1). კომისიის შექმნის წესი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ღია და დახურული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი კომისია. კომისია იქმნება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ  განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

2.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე პროფესიული საჯარო ყველა თანამდებობა ვაკანტურია.

3.თუ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოხელის ყველა თანამდებობა ვაკანტურია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი გამოცდილების მქონე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეს. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸119737343815 (დ…6 (და…2 (და…1451414 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…მაუწყებლობის შესახებდანაშაულის პრევენციის,…სახელმწიფო შესყიდვების…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა