Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებმუხლი 30

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მუხლი 30

რედაქცია №54 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

2.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

3.პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

4.პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე. პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5.პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

6.პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362 საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 7 აგვისტოს ორგანული კანონი №923 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2097 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5439 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1276 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის ორგანული კანონი №2142 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №671 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 29¹შემდეგი მუხლი 30¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხმის მიცემის უფლებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №54

  • ციტირებულია 9 მუხლი
  • 20 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30¹მუხლი 34მუხლი 39საქართველოს საარჩე… 183საქართველოს საარჩე… 185საქართველოს საარჩე… 186საქართველოს საარჩე… 50საქართველოს საარჩე… 51საქართველოს საარჩე… 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 31
  • 27
  • 25¹

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 66საარჩევნო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 12არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა. საარჩევნო ფონდი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 17დახმარება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 128პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
  • 124პასიური საარჩევნო უფლება
  • 131საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 26საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 319²საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური სახსრების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1230¹3439312725¹661831851865051576630
მითითებამნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №54 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026