მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მუხლი 31

რედაქცია №54 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დღიდან.

2.საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

3.თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.

4.თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია - 02.07.2020, №6724) . საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296 საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №333 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 6 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2008 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
922¹303424¹66474018³83413931
მნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…შემოსავლების სამსახური…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №54 · ბოლოს შემოწმდა