საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 16. პარლამენტის წევრის გასამრჯელო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით.

2.პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები: ა) პარლამენტის თავმჯდომარისთვის – 10.00; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20; გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00; დ) კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ფრაქციის თავმჯდომარისთვის – 8.50; ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.30; ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.10; ზ) იმ პარლამენტის წევრისთვის, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8.00.

3.ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მის მიერ რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში მიეცემა ის შრომის ანაზღაურება, რომელიც მისი სტატუსის, პოზიციის ან დაკავებული საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით უფრო მაღალია.

4.პარლამენტის წევრის (გარდა ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრისა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.

5.პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით. 2. პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები: ა) პარლამენტის თავმჯდომარისთვის – 10.00; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20; გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00; 9.00; დ) კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ფრაქციის თავმჯდომარისთვის – 8.50; ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.30; ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.10; ზ) იმ პარლამენტის წევრისთვის, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8.00. 3. ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მის მიერ რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში მიეცემა ის შრომის ანაზღაურება, რომელიც მისი სტატუსის, პოზიციის ან დაკავებული საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით უფრო მაღალია. 4. პარლამენტის წევრის (გარდა ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრისა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. 5. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1317213918¹25691201818229240191416
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საჯარო დაწესებულებაში …სახელმწიფო კომპენსაციი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სახალხო და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა