Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 40

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანას. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსის 40 1 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტისთვის დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე.

3.საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.

4.საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ.

5.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

6.პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

7.საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

8.თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.

9.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3381 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 40¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31მუხლი 40¹

მიუთითებენ მასზე

სამინისტროებისა და… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 103ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
  • 80მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
  • 47სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 139სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა
  • 140სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
  • 135სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 32რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 123რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 101რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
  • 102რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 26საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
663140¹10380472610110221233213914013540
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …სამინისტროებისა და უწყ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026