მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

რედაქცია №24 კონსოლიდირებული · 4 თებ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით.

2.საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

3.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება არსებობდეს, როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

4.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობა რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 დეკ. 2015 – 5 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 დეკ. 2015 – 22 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2011 – 10 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

  4. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

  5. … – 19 ნოე. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2006

    მე-10 მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: პირველი პუნქტი განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების არსებობის ფორმებს, ხოლო ახალი მე-2 პუნქტი მთავრობას აძლევს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით ასეთი დაწესებულების შექმნის შესაძლებლობას.

  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    მუხლი ახლა განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დასაშვებ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს; თვითორგანიზაციისა და წესდების დამტკიცების წინა ნორმა ამ მუხლიდან ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
310¹10⁴15¹3155582711¹1432310
მნიშვნელობით ახლოსმეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…საჯარო სამართლის იურიდ…პროფესიული განათლების …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №24 · ბოლოს შემოწმდა