საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 29. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა

რედაქცია №46 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო დაწესებულებაში (გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა − საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვებიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.

3.საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5.საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1754 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4239 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №316 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1754 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 ნოე. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2019 – 20 ნოე. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 24 სექ. 2018 – 1 ოქტ. 2019 ტექსტი უცნობია

  4. 29 დეკ. 2017 – 24 სექ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 თებ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2024

    მე-5 პუნქტში სტაჟიორთა რიცხოვნობის ზედა ზღვარი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-დან 20%-მდე გაიზარდა და ფორმულირება დაზუსტდა „საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა“ სახით; პირველ პუნქტში შეიცვალა მხოლოდ სიტყვის გრამატიკული ფორმა.

  3. · გამოქვეყნდა 15 ნოე. 2023
  4. · გამოქვეყნდა 21 სექ. 2022

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10⁶111567983782121517¹252429
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს 2026 წლის …საჯარო სამსახურის შესა…საჯარო დაწესებულებაში …ადგილობრივი თვითმმართვ…პროფესიული საჯარო მოხე…მეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №46 · ბოლოს შემოწმდა