ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

მუხლი 4. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ლაშა სოზაშვილი

1.ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.

2.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა.

3.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე; ბ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგების შედეგად ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილად დაფიქსირებულ გადასახადის თანხებზე. აღნიშნული თანხები ექვემდებარება უპირობო ანულირებას.

4.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოებს (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს), აგრეთვე სამარ-თალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ გადასახდელებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება) განხორციელება.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №8საზ-102010-05-0513
    საკასაციო არსებითი (T2)

    კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისა და მოგვიანებით მიღებული შემამსუბუქებელი კანონის გამოყენების საკითხი. მან სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენიდან ამორიცხა ყალბი ოფიციალური დოკუმენტისა და ბეჭდის არაერთგზის დამზადების მითითება და ბრალდების ამ ნაწილში ორი მსჯავრდებულის მიმართ საქმე შეწყვიტა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელი დარჩა: მომჩივან მსჯავრდებულს ექვსი თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა, მეორე მსჯავრდებულს კი ერთი წლითა და ექვსი თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
992518²1535325437 (დ…3 (და…1 (და…8874
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიისა და არადეკლა…საქართველოს საგადასახა…სამეწარმეო საქმიანობის…საგადასახადო დავალიანე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა