არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 17. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე, ხოლო თუ საქმე კოლეგიურად განიხილება – სასამართლო კოლეგია, რომლის სულ მცირე ორი წევრი, მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეა.

2.სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმეს განიხილავს სასამართლო პალატა, რომლის სულ მცირე ორი წევრი, მათ შორის, პალატის თავმჯდომარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეა.

3.თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიაში საქმის კოლეგიურად განხილვისას, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას კოლეგიის/პალატის შემადგენლობაშია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ერთი მოსამართლე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹81¹2527⁴223024292920182817
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…კანონთან კონფლიქტში მყ…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა