საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 22. სასამართლოთა შემადგენლობა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.

2.იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

3.ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით.

4.სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად.

5.სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.

6.ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.

7.საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.

8.სასამართლოს შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლება აქვს.

9.თუ სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმეს სასამართლო განიხილავს მის დაუსწრებლად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმეთა განხილვისათვის, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. 3. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით. 4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად. 5. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით. 6. ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. 7. საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო დიდ პალატაში – ცხრა მოსამართლის შემადგენლობით. 8. სასამართლოს შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების თანაბარი უფლება აქვს. 9. თუ სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმეს სასამართლო განიხილავს მის დაუსწრებლად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №111 · ძალაშია 29 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁵52526131912021653029281722
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა