არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 16. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით , 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სრულწლოვანი პირის პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს.

2.ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისა, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

3.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი და ამ პროცესის მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4²4¹5¹512012117112012117132120192816
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…კანონთან კონფლიქტში მყ…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა