საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიასალომე კობერიძელექსო სვიმონიშვილი

1.სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნული განხილვა საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

2.სააპელაციო სასამართლო აგრეთვე ახორციელებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3.სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-1020-022002-11-0618
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ადმინისტრაციული დავის სამოქალაქო საპროცესო წესით განხილვას?

    დავა შეეხებოდა კოოპერატივისათვის ქონების გადაცემის შესახებ სასამართლოს დადგენილების გაუქმებასა და ქონების უკან გამოთხოვას. უზენაესმა სასამართლომ დავა ადმინისტრაციულად მიიჩნია და განმარტა, რომ მისი სამოქალაქო საპროცესო წესით განხილვამ შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვიოს. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას განსახილველად დაუბრუნა.

  • №3კ-1088-022002-10-2316
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი საპროცესო წესით და რომელი პალატის მიერ უნდა განხილულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების შესახებ მოცემული დავა?

    მოსარჩელე მოითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის გამო უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. უზენაესმა სასამართლომ დავა ადმინისტრაციულად მიიჩნია და განმარტა, რომ მისი სამოქალაქო საპროცესო წესით განხილვა ხელს უშლიდა გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაუბრუნდა.

  • №ას-25-20212021-04-2742
    დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    როდის ეკისრება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საზღვარს გადაცილებული ნაგებობის თმენის ვალდებულება?

    დავა შეეხებოდა მოსარჩელის ღობის დანგრევით საკუთრებაში ხელშეშლის აღკვეთასა და დაზიანებული ღობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეებს ღობის დანგრევა აუკრძალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამეზობლო საზღვრის გადაცილებისას თმენის ვალდებულების წინაპირობები და მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის გამოყენებას ამართლებდა. საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁶25386363⁶222973148023252224¹8224
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსიგანათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა