არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 29. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება.

1¹.დახურულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

2.არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში − აგრეთვე არასრულწლოვნის ადვოკატი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2¹.არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

2².არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე − ბრალდების მხარე უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

3.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2271 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №664 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 8 ივლ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷21³⁸4¹81¹12012117112012117110231791529
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა