არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 61. მეთვალყურეობაში გადაცემა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვნის მშობლის, სხვა ახლო ნათესავის, მეურვის ან მზრუნველის ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში  გადაცემის მიზანია, აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვნის გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო ქცევის წერილობითი ვალდებულება.

2.არასრულწლოვნის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მეთვალყურეობაში გადაცემა შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვნისა და იმ პირის თანხმობით, რომელსაც ის მეთვალყურეობაში გადაეცემა. ამ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას.

3.პირს, რომელიც არასრულწლოვანს მეთვალყურეობს, ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ არასრულწლოვნისათვის წაყენებული ბრალდებისთვის მოსალოდნელი სასჯელის სახე და ზომა და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრება, თუ არასრულწლოვანი, რომელსაც ის მეთვალყურეობს, არ შეასრულებს სათანადო ქცევის ვალდებულებას.

4.არასრულწლოვნის მეთვალყურეობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით პირი, რომელიც არასრულწლოვანს მეთვალყურეობდა, დააჯარიმოს 100-დან 500 ლარამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობას ობიექტური მიზეზი ჰქონდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381²173¹³17017281¹1198¹127599420446497561
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა