საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 172. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ან/და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ამ კოდექსის 156 4 მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, აგრეთვე არასრულწლოვანის მიერ ამავე კოდექსის 181 3 მუხლით ანდა 181 7 მუხლით  გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ამ ცენტრისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3.მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის მიმართ განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებით, − გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2437 – სსმ I, №21, 15.07.2003წ., მუხ.147 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6246 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2698 – ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4611 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5130 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5395 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2814 – ვებგვერდი, 16.05.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1262 - ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 19

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
  3. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  4. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  5. · გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  6. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2023
  7. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019
  8. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2018

    172-ე მუხლის პირველი ნაწილი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა; ჩამონათვალში ჩანს „112“-ის არამიზნობრივი გამოყენება, ჯარიმა კი 100–300 ლარია.

  9. · გამოქვეყნდა 5 ივნ. 2019

    172-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და მასში ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა (დაღუპვა ან დასახიჩრება) ჩამოთვლილ ქმედებებშია გათვალისწინებული; ჯარიმა კვლავ 100-დან 300 ლარამდეა.

  10. · გამოქვეყნდა 31 ოქტ. 2014

    172-ე მუხლის პირველ ნაწილში უგულებელყოფილი ვალდებულება ახლა არის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და სხვა საჭირო პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა; დანარჩენი ცვლილებები ტერმინოლოგიურია (ალკოჰოლიანი სასმელი, სმა, უკანონო ქმედება, ჯარიმის ჩანაწერი).

  11. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  12. · გამოქვეყნდა 8 ივნ. 2012
  13. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2003

    172-ე მუხლის პირველ ნაწილში ჯარიმა ერთიდან ორი მინიმალური ოდენობიდან ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე გაიზარდა და შესწორდა რამდენიმე ფორმულირება; დაემატა ახალი ნაწილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისთვის შეუტყობინებლობის გამო ათი მინიმალური ოდენობის ჯარიმით.

  14. 172-ე მუხლის ორივე ჯარიმა მანეთებიდან მინიმალურ ოდენობებზე გადავიდა და დაემატა წყაროს მითითება.

  15. 172-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: პირველი ნაწილის ფრჩხილებში ახლა მითითებულია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა და სპირტიანი სასმელების მიღება, ჯარიმა ხუთას მანეთამდეა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობისთვის ან მოზარდის ხულიგნობისთვის — ხუთასიდან ათას მანეთამდე; დაემატა 1992 წლის დეკრეტის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381²14¹156⁴173181³181⁷23925211981198¹12056125245172
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს კანონი ოჯა…არასრულწლოვანთა მართლმ…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა