1.თვითმმართველი ერთეულისთვის, გარდა იმ ქალაქებისა, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარების შემდეგ.
1¹.ამ კანონის მოქმედება 2010 წლის 1 დეკემბრამდე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
2.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს: ა) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია, მათი იმ ქალაქებისთვის, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტების ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემა; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია და მათი მუნიციპალიტეტებისათვის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე.
3.ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №334 ბრძანებულება. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3391 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.212 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

