ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიგიორგი ფანცულაია

1.ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ: ა) მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი; ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის სრულად ამოქმედებისათვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილებები „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

2.ვიდრე საქართველოს მთავრობა არ განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესს, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ვრცელდება იმ მრავალბინიანი სახლის შენობაში განთავსებულ სამეურნეო სათავსებზე, რომლებშიც ამ კანონის მიხედვით იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი არ გავრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისადმი მიკუთვნება (საზღვრების დადგენა) უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული წესის მიღებამდე.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-486-454-20172018-01-31108
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უფლებამოსილება სჭირდება ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სარჩელის აღსაძრავად?

    ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ითხოვდა კრების სამი ოქმის ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეთა სახელზე ფართები დარეგისტრირდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სარჩელის აღძვრის სათანადო უფლებამოსილება არ ჰქონდა და აღიარებითი მოთხოვნა ვერ უზრუნველყოფდა მითითებული უფლების აღდგენას. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, გააუქმა ორივე ქვედა ინსტანციის აქტი და ამხანაგობის სარჩელი განუხილველად დატოვა. ასევე გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა წინაპირობებით შეიძლება მეუღლემ მოითხოვოს საერთო ქონების გაყოფა?

    მოსარჩელე ითხოვდა ქორწინების პერიოდში შეძენილად მიჩნეული არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში მიღების უფლების ნახევარზე თანამესაკუთრედ ცნობას. სადავო იყო, ეკუთვნოდა თუ არა ეს უფლება ყოფილ მეუღლეს თუ მეორე მოპასუხეს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობაში კონკრეტულ ფართზე უფლების მქონედ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება უფლების წარმომშობი დოკუმენტია და შესაბამისი მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეფასდეს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოკვლევისათვის იმავე სასამართლოს დაუბრუნდა სსსკ 412-ის საფუძველზე.

  • დაუშვებლობა (T5)

    როდის არის საკასაციო საჩივარი დაუშვებელი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე?

    დავა შეეხებოდა საერთო მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და მოთხოვნილი თანხები შეამცირა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის არცერთ მითითებულ საფუძველს. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ: ა) მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი; ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის სრულად ამოქმედებისათვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილებები „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონებში. 2. ვიდრე საქართველოს მთავრობა არ განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესს, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ვრცელდება იმ მრავალბინიანი სახლის შენობაში განთავსებულ სამეურნეო სათავსებზე, რომლებშიც ამ კანონის მიხედვით იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი არ გავრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისადმი მიკუთვნება (საზღვრების დადგენა) უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული წესის მიღებამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ნოე. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
144923103579247223107 (და…5 (და…30
მითითებამნიშვნელობით ახლოსბინათმესაკუთრეთა ამხან…სახელმწიფო საკუთრებაში…უცხოელთა და მოქალაქეობ…სასოფლო-სამეურნეო დანი…ქონების ლეგალიზების შე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა