ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 48⁸. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე.

2.არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი პირისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში აღნიშნული პირი უფლებამოსილია ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №100 · ძალაშია 1 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2005 – 12 იან. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁵7³14¹48⁹48⁷1198¹79458023222148⁸
მნიშვნელობით ახლოსკანონთან კონფლიქტში მყ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს ადმინისტრა…ქალთა მიმართ ძალადობის…არასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა