Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებმუხლი 22

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 22. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძველი და წესი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025
თემები:ოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულებიარასრულწლოვანთა სისხლის სამართალიპაციენტის უფლებებიობიექტის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართების საფუძველია შემდეგი გარემოებები: ა) ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და შესაბამისი სერვისი/პროგრამა ვერ სრულდება; ბ) არსებობს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვა; გ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; დ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა შესაბამის სერვისში/პროგრამაში).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას არ გამოიყენება ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის ღონისძიება.

3.მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისს/პროგრამას, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და სასამართლოს შუამდგომლობას წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძვლის, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია.

4.სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი შესაბამის სერვისში/პროგრამაში ერთვება ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი.

5.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად აუცილებელი შესაბამისი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ეს ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მომართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი შესაბამისი ვადით, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვით. ამ ვადის გაგრძელების საჭიროებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განიხილავს ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით.

6.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი, რომელსაც არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნისას შეუსრულდა 14 წელი, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში შეიძლება იმყოფებოდეს მოსამართლის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის გაგრძელება მისი ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შვილად აყვანის წესის დარღვევა ან ბავშვის შეცვლა (მუხლი 171-174)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ახალგაზრდა გადაქცევის პროგრამები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ახალგაზრდა მიზეზის შემსუბუქება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოხუცთა თავშესაფრების სამართლებრივი რეგულირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 დეკ. 2025

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21³⁷მუხლი 18მუხლი 2მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 21კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება
  • 24კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება
  • 23კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 46არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება
  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
  • 79არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48⁸არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი
  • 21³⁵სასამართლოსათვის მიმართვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1201არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას
  • 1305⁸არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351¹⁷არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷21¹²48⁸12011305⁸468979171822521242322
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონთან კონფლიქტში მყ…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 დეკ. 2025 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026