Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 7³

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 7³. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:არასრულწლოვანთა სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.

2.არასრულწლოვნის რეფერირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და მის შესახებ ინფორმაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის მიწოდებას; ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; გ)  არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას; დ) არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას; ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას; ზ) უკიდურეს შემთხვევაში არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.

3.არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები, არასრულწლოვნის რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X 2 თავით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 9 თავით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4.არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებას, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის, არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მეთოდოლოგიას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს ამტკიცებს მინისტრი საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 7²შემდეგი მუხლი 7⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ახალგაზრდა გადაქცევის პროგრამები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №43

  • 6 რედაქცია
  • 10 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11¹³მუხლი 11¹⁴მუხლი 11¹⁵მუხლი 11¹⁸მუხლი 11¹⁹მუხლი 11²მუხლი 11²⁰მუხლი 11²²მუხლი 11²⁴მუხლი 11⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 7სააგენტოს მიზანი

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48⁷რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა
  • 48⁹არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
  • 48⁸არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21³⁵სასამართლოსათვის მიმართვა

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 14კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები
  • 13კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპები
  • 18კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 14¹არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 99პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის მხარდაჭერა და ზედამხედველობა
  • 80არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების თავისებურებანი
  • 45არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁵11¹³11¹⁴11¹⁵11¹⁸11¹⁹11²11²⁰11²²11²⁴11⁵48⁷48⁹48⁸147³
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს ადმინისტრა…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026