კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 23. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების შემთხვევაში − სააგენტო. კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს ცენტრის უფლებამოსილი პირი.

2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას გადაწყვეტილების აღმასრულებელ პირს უფლება აქვს, მისთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14¹1448⁸351¹⁷81¹12011198¹313322212423
მნიშვნელობით ახლოსკანონთან კონფლიქტში მყ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა