Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 48⁷

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 48⁷. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სპორტსმენის წარმომადგენლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:134578910111213

1.ეს თავი აწესრიგებს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს 2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი).

3.არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია გაიგზავნოს 10 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის შუამდგომლობაში მითითებული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანს ამ კანონის 48 9 მუხლით დადგენილი წესით გაუგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

4.დაუშვებელია არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ამ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.

5.სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ: ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე; ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე; გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი; დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. [ დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან) ] 6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 დღის ვადაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად.

7.არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას: ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ; ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ.

9.არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

10.არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო ბაზაში განთავსებას.

11.არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას.

12.სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

13.სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია გადასინჯოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების ცვლილების შემთხვევაში. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1264 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ეს თავი აწესრიგებს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს 2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი). 3. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია გაიგზავნოს 10 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის შუამდგომლობაში მითითებული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანს ამ კანონის 48 9 მუხლით დადგენილი წესით გაუგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა. 4. დაუშვებელია არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ამ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება. 5. სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ: ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე; ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე; გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი; დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. [ დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან) ] 6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 დღის ვადაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად. 7. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას: ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ; ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ. 9. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად. 10. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო ბაზაში განთავსებას. 11. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას. 12. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 13. სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია გადასინჯოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების ცვლილების შემთხვევაში. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1264 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
წინა მუხლი 48⁵შემდეგი მუხლი 48⁸

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვან სპორტსმენთა ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-25
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48⁹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21³⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 48⁹არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
  • 48⁸არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 7³რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21³⁵სასამართლოსათვის მიმართვა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 90მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა
  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
  • 45არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 21კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება
  • 15კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება
  • 17კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 14¹არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 42—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁵427³14¹48⁹48⁸90894521151748⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…საქართველოს ადმინისტრა…დანაშაულის პრევენციის,…არასრულწლოვანთა მართლმ…კანონთან კონფლიქტში მყ…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026