Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 5

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სპეციალური განათლება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³234567

1.ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება: სწავლა-სწავლების მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელთაც სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, აგრეთვე ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

1¹.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

1².მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით, მათ შორის, სენსორული სასწავლო გეგმით ან/და დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით.

1³.სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გაფართოებულ სასწავლო გეგმასაც.

2.(ამოღებულია - 29.06.2018, №2753) .

3.ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს: ა) სახელმწიფო ენა; ბ) მათემატიკა; გ) უცხოური ენები; დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები; ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ვ) ტექნოლოგიები; ზ) ესთეტიკური აღზრდა; თ) სპორტი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან/და აფხაზურად.

5.ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

6.ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.

7.ეროვნული სასწავლო გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და შესაძლებლობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებისა: ა) ამ კანონის 31 ​ 1 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების მიხედვით; ბ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირების მიზნით. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სპეციალური განათლების მოთხოვნებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1მუხლი 3მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58მუხლი 60¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 25საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
  • 46პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
  • 9ზოგადი განათლების მიღების უფლება

განათლების შესახებ

  • 6სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები
  • 41იმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური დაცვა, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ
  • 7საგანმანათლებლო პროგრამები

სახელმწიფო ენის შესახებ

  • 7განათლების ენა
  • 37სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 21საქართველოს მთავრობა
  • 9პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 47(ამოღებულია)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1345860¹2546964177372125
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…განათლების შესახებსახელმწიფო ენის შესახე…აჭარის ავტონომიურ რესპ…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026