ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 4. სწავლების ენა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური.

2.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა.

3.საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.

4.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა. 4​ 1 . უცხოურ ენაზე სწავლება დასაშვებია ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის − ქართულის, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურის სწავლება.

5.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენება.

6.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №88 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 5 თებ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10236553629447³7465554
მითითებამნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…ადრეული და სკოლამდელი …პროფესიული განათლების …სახელმწიფო ენის შესახე…უმაღლესი განათლების შე…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა