Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 62²

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 62². 2026 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.იმ პირზე, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია ან რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი.

2.იმ პირზე, რომელმაც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ან რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი.

3.იმ პირს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს სწავლობს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასში და ვერ დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასში, ზოგადი განათლების საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაეთვალოს და მასზე გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი, ხოლო ამ პირის მიერ სწავლის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე გაგრძელების შემთხვევაში იგი ჩაირიცხოს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში.

4.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს სწავლას დაიწყებს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში) 2028-2029 სასწავლო წლამდე სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევა.

5.ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის გავლა ნებაყოფლობითია 2028-2029 სასწავლო წლიდან.

6.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად იმ პირისთვის, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყო 2006-2007 სასწავლო წელს ან 2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურები, აგრეთვე საშუალო საფეხურის X და XI კლასები, სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას.

7.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად იმ პირისთვის, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყო 2006-2007 სასწავლო წელს ან 2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურები, აგრეთვე საშუალო საფეხურის X კლასი, სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI და XII კლასების დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას.

8.ის პირი, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია ან რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლევს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასს და 2026-2027 სასწავლო წლიდან ან 2026-2027 სასწავლო წლის შემდეგ სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე გააგრძელებს, ჩაირიცხება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.

9.ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ შემთხვევებში ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევასა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2005 – 1 სექ. 2028 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 5 თებ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 62¹შემდეგი მუხლი 63

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №118

  • 1 ცვლილება · ბოლო 5 თებ. 2026
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 62¹ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 6ზოგადი განათლება
  • 63⁸იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება , რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2ზოგადი განათლების სისტემის აღწერა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 16სწავლის შედეგების დადასტურება
  • 7პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

განათლების შესახებ

  • 11ზოგადი განათლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 40ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 32²საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 88უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
  • 89²¹სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4062¹663⁸118889²¹32²2167262²
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…ეროვნული საკვალიფიკაცი…პროფესიული განათლების …განათლების შესახებპროფესიული განათლების …განათლების ხარისხის გა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026