Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანათლების ხარისხის განვითარების შესახებმუხლი 24

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სტუდენტის უფლებებიაკადემიური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

2.უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

3.(ამოღებულია - 30.03.2022, №1464) .

4.თუ სააკრედიტაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

5.აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად ჩათვლის წესი და პირობები განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1162 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. თავი IV 1 . დავის განმხილველი ორგანო საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აპრ. 2022 – 1 ივლ. 2022 ტექსტი უცნობია

  2. 13 მაი. 2016 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 24¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აკადემიური გადაცდომის დაცვასერვისის გვერდი
  • საგანმანათლებლო აკრედიტაციასერვისის გვერდი
  • სტუდენტის უფლებების დაცვასერვისის გვერდი
  • სტუდენტური სესხის საკითხებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • 11 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 16ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
  • 22აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 23აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 56⁴„ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები“;
  • 66აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 56³გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 21საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁸აკრედიტაციის შეწყვეტა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 10უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31³უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 2)უმაღლესი განათლების სისტემა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 98

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁸31³9856⁴6656³221116232 (და…211024
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საავტორო და მომიჯნავე …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026