Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანათლების ხარისხის განვითარების შესახებმუხლი 32²

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

მუხლი 32². საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სტუდენტის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³2⁴2⁵3456789

1.იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით.

2.2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით.

2¹.2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

2².ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2³.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 1 მარტამდე ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

2⁴.უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2⁵.დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

3.2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

4.2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად მინისტრის ბრძანებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისთვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიერ 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპები სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით.

5.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არააკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არააკრედიტებულ რეჟიმში განხორციელება დაუშვებელია.

6.2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით ხელახალი აკრედიტაციისთვის განსაზღვრული ეტაპის ვადის გასვლიდან 2 წლის შემდეგ ეწურება, ჩაითვალოს აკრედიტებულად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შესაბამისი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის მომდევნო ვადის გასვლამდე.

7.2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.

8.ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოქმედ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს პირობითი აკრედიტაცია.

9.ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის კანონი №5568 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 1 ივლ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 მაი. 2016 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 32¹შემდეგი მუხლი 32³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანმანათლებლო აკრედიტაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 10 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

განათლების შესახებ 28მუხლი 15მუხლი 24¹მუხლი 28ადრეული და სკოლამდ… 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 22აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 12გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ
  • 13ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 66აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 88უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
  • 56¹ავტორი ზაციის შინაარსი

ზოგადი განათლების შესახებ

  • 32ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია
  • 63⁹ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გავრცელება
  • 63⁶საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 39გარდამავალი დებულებები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 156²ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია გარდამავალ პერიოდში

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 16დაწესებულების ავტორიზაციის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3263⁹28668856¹1524¹28221213156²283932²
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების შესახებგანათლების ხარისხის გა…ადრეული და სკოლამდელი …უმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026